დევიდ ჩერნი ”პრორუსული” პრეზიდენტის წინააღმდეგ
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 21-05-2009
2
დევიდ ჩერნი და ჩეხეთის შემოქმედებითი საზოგადოების ნაწილი, დაახლოებით 100 ადამიანი, ”პრაღის ჰრადზე”, პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის რეზიდენციასთან შეიკრიბა და თეატრალიზებული აქცია ”რატომ?” მოაწყო. ”ფისი-ფისი ბიჭების” და სხვა ორიგინალური ნამუშევრის ავტორს და მის თანამოაზრეებს არ მოსწონთ ჩეხეთის პრეზიდენტის ნამეტანი ”პრორუსულობა”.
ელცინის შემდგომ რუსეთთან კლაუსის ხანგრძლივი და განსაკუთრებული ურთიერთობებზე ამასწინათ ექსპრეზიდენტმა ვაცლამ ჰაველმაც მიანიშნა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ცუდი ურთიერთობისა და ლისაბონის ხელშეკრულების მიმართ მისი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს. კლაუსს ასევე უსაყვედურეს მირეკ ტოპოლანეკისnonlinear distortion მთავრობის კრახის ხელშეწყობისა და მემარჯვენე ძალების დაქუცმაცების გამო.
ქართველი ოპოზიციონერები ჩეხეთის დროშის დაწვას აპირებენო – პრაღის რადიო წერს.
აბა რა ვთქვა…
მოკლედ რა.
სოიუზ ნერუშიმი და ა.შ.
დროშის დაწვას ვინ ჩივის, მე იმაზე ვბრაზდები აჩემებული რომ აქვთ და სრული სერიოზულობით ცდილობენ ამტკიცონ ყველაფერის რუსეთმა იყიდაო და არგუმენტად ჩეხურ ”ენერგოპროს” ასახელებენ. ვაი ეგეთ თავგზააბნეულ და გაფარჩაკებულ ოპოზიციას!