…და ტრუსჩახდილი გოგონები
ავტორი: Lord Vader | თემა: გასეირნება პრაღაში, ცნობილი პრაღელები | თარიღი: 06-11-2008
7
rent a car bulgaria
ფისი-ფისი ბიჭების შადრევანმა პრაღის სხვა ცნობილი სკულპტურა გამახსენა – მას „ბიწიერების მერხი“ ეწოდება და ვისოჩანი რაიონის ჟიჟკოვის ქუჩაზე, ცნობილი ჩეხური კომპანიის Sazka-ს (პრაღის მთავარი სპორტული და საკონცერტო O2/Sazka არენის მფლობელი კომპანია) ოფისის წინ მდებარეობს. თუმცა, თავდაპირველად, მისი დადგმა დვორჟაკის რაიონში იგეგმებოდა, მაგრამ რაიონის მცხოვრებთა პროტესტის შემდეგ ადგილი შეიცვალა – დვორჟაკელებს ქანდაკების სკანდალურობა არ მოეწონათ. არადა, დიდად სკანდალური აქ არც არაფერია: კომპოზიცია წარმოადგენს მამაკაცს, რომელიც მერხზე ზის ნეტარი სახით, გვერდით ფულის დასტა დევს, მის წინ კი გოგონაა მუხლებზე დამხობილი და მამაკაცს ეხუტება… მართალია, გოგონას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი (ანუ მადაბიური ენით რომ ვთქვათ ნიფხავი) არ აცვია… და რა მერე? შენ თავად თუ კულტურული ადამიანი ხარ, თანაც დიდი კომპოზიტორის ქუჩაზე ცხოვრობ, მამაძაღლი – რა მაინცადამაინც „იქ“ უნდა მიაჩერდე?
„ბიწიერების მერხის“ ავტორი ცნობილი მოქანდაკე ლეა ვივოტია. კომპოზიცია აგრძელებს ადამიანთა გრძნობებისადმი მიძღვნილ სერიას – როგორიცაა „ცნობადის მერხი“, „შეყვარებულთა მერხი“ – ეს სკულპტურები მსოფლიოს არაერთ ქალაქს ამშვენებს – ოტავას, მონრეალს, ნიუ-იორკს, ფლორიდას და კვლავ პრაღას.
ისე თბილისსაც არ აწყენდა ერთი. ყოველ შემთხვევაში წერეთლის რომელიმე გიგანტური ქმნილების ცხრა ათას შვიდას მერამდენიღაცა ასლს ნამდვილად აჯობებს.
პრაღისადმი მოქანდაკის ინტერესი გასაგებია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის კანადაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ლეა ვივოტი წარმოშობით ჩეხია, ქალაქ სუმპერკში დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი და გვარი დრაჰომირა ლეა ჰეკელოვაა. როგორც კანადის სავაჭრო პალატის წლიური გამოცემა მიუთითებს, 2003 წელს ლეა ვივოტი დასახელებული იყო მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჩეხ ქალად.
© Lord Vader

http://www.mypraha.info/wp-content/gallery/praha/kafka-monument.jpg – ეს ძეგლი კიდევ ფრანც კაფკას დაუდგეს
მერხზე ფული და გოგონას პოზა სხვა მოქმედების საწყისს მოასწავებს. ალბათ ამიტომ გააპროტესტეს მისი დადგმა:)
თუმცა არ მგონია დვორჟაკელები ამას არ აკეთებდნენ
ლუ
“მერხზე ფული და გოგონას პოზა სხვა მოქმედების საწყისს მოასწავებს.”
საერთოდ ეგ ქანდაკება მოლარეების მძიმე და მომქანცველ შრომას ეძღვნება.
ისე რა მაგის პასუხია და წერილის ნახევარი ვინ შეჭამა? ;(
ცენზურა პრაღაში!
ვინ შეჭამა წერილი? მე ამ ზომა-წონის მახსოვს და…
აღვადგინე. სადაც ტეგი იჯდა იმის მერე იყო გამქრალი.
ხოო, მთლად მარტო მომფერებელს არ გავს ეს გოგო და ალბათ ამიტომაც აღშფოთდნენ.
:D:D
აუუ ხომ წარმოგიდგენიათ, თვით პრაღაში რომ ამდენი ამბავი ატყდა, თბილისში რომ ეს ვინმემ დადგას, რა მოხდება