”დადუმებულნი” პრაღაში
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 19-03-2009
0
კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პრაღაში მიმინარეობს დოკუმენტური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი ”ერთი მსოფლიო”. ეს ფესტივალი მსოფლიოს სხვა კინოფორუმებისგან ერთი მნიშვნელოვანი ასპექტით გამოირჩევა, საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების თემატიკა ადამიანის უფლებებია. კინოკრიტიკოსებისა და კინოს მოყვარულების გარდა, ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აქტივისტებიც ესწრებიან. წელს ”ერთი მსოფლიოს” კინოფესტივალზე საქართველო წარმოდგენილია სალომე ჯაშის ფილმით ”დადუმებულნი”, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობს.
თავდაპირველად ორიოდე სიტყვით თავად ”ერთი მსოფლიოს” კინოფესტივალის შესახებ. წელს მისი სიმბოლო ხავერდოვანი რევოლუციის ავტორი ვაცლავ ჰაველია, რომელიც სამშობიარო საავადმყოფოში ახალშობილ ბავშვებზე, ახალშობილ თავისუფლებაზე, ზრუნავს.
[ფესტივალის ფრაგმენტი]
ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ 20 წელი გავიდა და ვაცლავ ჰაველი თავისუფლებაში დაბადებულებს ეუბნება, რომ ახლა მათი ჯერია.
საქართველოდან ამ მოწოდებას სალომე ჯაში გამოეხმაურა რომლის ფილმის დადუმებულნის პრემიერა პრაღაში ერთი მსოფლიოს კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი მოკლემეტრაჟიანია და როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს მისი გმირები მთელი ფილმის მანძილზე დადუმებულნი არიან. სალომემ მილმის კადრები რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორის დაცარიელებულ სამხედრო საავადმყოფოში გადაიღო.
[სალომე ჯაში]
გორის სამხედროს საავადმყოფოს დადუმებული ექიმის კადრით იწყება სალომეს ფილმი. თავდაპირველად ეს კადრი ცოტა გაუგებრადაც კი მოეჩვენა პრემიერაზე შეკრებუილ მაყურებელს, რომელმაც მანამდე რამდენიმე სხვადასხვა ჯანრის ფილმი იხილა და დადუმებულების ჩვენებამდე ცოტა გადაიღალა კიდეც, მაგრამ პატარა გოგონას დადუმებული სახის ხილვის შემდეგ ფილმის ემოცია უკვე მთელს დარბაზსს გადაედო.
ფილმის ფრაგმენტი: http://www.ceskatelevize.cz/specialy/jedensvet2009/trailery/t-15228
დადუმებული ჭარმაგი მამაკაცის კადრების ხილვის შემდეგ, რომელის ცოლი რუსეთის ბომბებმა შეიწირა, ხოლო სახლი კი დაინგრა, აცრემლებული თვალები ჩაბნელებულ კინოდარბაზშიც შევამჩნიე.
[სალომე ჯაში]
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ”დადუმებულნი” თერთმეტი წუთი გრძელდება და მას არ ახლავს არც საავტორო ტექსტი და არც მუსიკა, მასში მხოლოდ ის ხმაური ისმის რაც დადუმებული სახეების გადაღებისასაა ჩაწერილი. ფილმის დასასრულს რამდენიმე წინადადებითაა აღწერილი ფილმის გმირების ისტორიები. ”დადუმებულნის” ჩვენების შემდეგ კინოდარბაზში ასეთი ტაშით შეხვდა ეკრანიდან მიღებულ ემოციებს.
[ტაში]
ფილმის ჩვენების შემდეგ მისი განხილვა გაიმართა რომლის დროსაც სალომე ჯაშს ფილმის გადაღების მიზეზების გარდა კითხვები დაუსვეს კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების, საქართველოში სტალინის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა თუ პრეზიდენტ სააკაშვილის პიროვნების შესახებაც.
პრაღაში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ”ერთი მსოფლიო” რომელიც ადამინის უფლებებს ეძღვნება ხუთშაბათს 19 მარტს საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულების გამოცხადებით დასრულდება.