პრაღის ჰრადი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 05-03-2008

2

პრაღის ჰრადიPražský Hrad – სხვა ენებზე ”ციხესიმაგრეს” ნიშნავს. სავარაუდოდ ის ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა მსოფლიოში და ასევე ყველაზე დიდ ფართობზე გადაშლილი საპრეზიდენტო რეზიდენცია. ადრე ჰრადი ჩეხი მეფეების რეზიდენციას წარმოადგენდა. ის განლაგებულია მდინარე ვლავის მარცხენა სანაპიროზე, შემაღლებულ გორაკზე. ჰრადის ეზოდან ხელის გულზე იშლება მთელი პრაღა. 

ციხესიმაგრის ისტორია სათავეს იღებს 870 წლიდან. მაშინ ჰრადის ადგილას ღვთისმშობლის ტაძარი აღმართეს. ხოლო წმინდა გიორგის და წმინდა ვიტას ტაძრები მეათე საუკუნეში ააგეს. იქვე დაარსდა პირველი მონასტერი ბოჰემიაში.

სამეფო სასახლე აქ პირველად 12-ე საუკუნეში ააშენეს, 14-ე საუკუნეში კი კარლოს მეოთხემ სამეფო სასახლე გოთიკურ სტილში გადააკეთა და ის დამცავი ნაგებობების რკალში მოაქცია.

ციხესიმაგრეში აღმართული და პრაღის სიმბოლოდ ქცეული ”წმინდა ვიტას” გოთიკური ტაძარის მშენებლობა 1344 წელს დასრულდა და ის არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს.

ამ მშრალ ინფორმაციას მოგვიანებით სხვა საინტერესო ფაქტებსაც დავამატებ. მანამდე ავღნიშნავ, რომ ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ტაძრის გრანდიოზულმა მაშტაბებმა, დახვეწილმა არქიტექტურამ, ქანდაკებების სიმრავლემ და შუა საუკუნეების ხელოვნების სხვა მიღწევებმა.

გალერეა:
131842102_6922d0257d_o.jpg prague-castle-vitus.jpg 800px-st_vitus.jpg

ვიდეო:
 

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (2)

ძნელია, სვეტიცხოვლის, ნიკორწმინდის და არქიტექტურის სხვა ნიმუშების პატრონი ქართველი კაცი საერთოდ რამემ გააოცოს ამქვეყნად.

მაგრამ პრაღის ჰრადი და კონკრეტულად ეს გრანდიოზული ტაძარი ხელოვნების ისეთ ნიმუშებს მიეკუთვნება, რომელიც სხვა გზას არ გიტოვებენ, უნდა აღფრთოვანდე.

[...] აღარც კი ვიცი. ამინდი გაუმჯობესდა და პრაღის ჰრადსაც მივადექი. იმდენი ფოტო გადავიღე [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word