პრაღა და პოლიტიკა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 29-03-2009

2

ძლივს დრო გამოვნახე და მაშინაც პოლიტიკაზე უნდა ვწერო :(

მოკლედ საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი კაცი მირეკ ტოპოლანეკი და მისი მთავრობა შეავიწროვეს. პარლამენტმა გასულ კვირაში უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. ალბად ბევრი მკითხაობა არ უნდა იმას ვისი დამსახურებაა ეს, მაგრამ მაინც: ცხადია რომ სოციალ-დემოკრატები და კომუნისტები კატა-ძაღლივით ვერ იტანენ მემარჯვენე პოლიტიკოსებს, თუნდაც ცენტრისტი იყოს. და თუ ამ ყველაფერს პუტინის ინტერესები და ფულიც დაემატა, მაშინ პრაღაში ტანკების შემოჯლიგინება სულაც არაა საჭირო, ისე ხერხდება ”რეჟიმის შეცვლა”.

ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ამბობდა ჩეხეთის უშიშროება – კაგებეს აგენტურა მუშაობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების გადასაბირებლადო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რამდენი რუსი და კომუნისტი ცხოვრობს ჩეხეთში რეზიდენტურის მოძებნა არ გაუჭირდებოდათ.

ჰოდა, ტოპოლანეკის გადაყენება დიდი ზარზეიმით აღუნიშნავთ რუსეთის საელჩოში და კომუნისტების შტაბბინაში. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერში მემარჯვენე კაცად ცნობილი პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის ხელიც ურევია. ის არასდროს ფარავდა ამ ბოლო დროს, რომ ტოპოლანეკი არ მოსწონდა, პუტინთან შეხვედრაზე კი თავისივე სურვილით რუსულად აჭიკჭიკდა… მოკლედ რომ არა კლაუსის მომხრე რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ასევე ტოპოლანეკის პარტიის წევრები არიან მარტო კომუნისტები და სოციალ-დემოკრატები ვერაფრით მოახერხებდნენ მთავრობის გადაყენებას. 

მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, ტოპოლანეკის მთავრობა ოქტომბრამდე აგრძელებს მუშაობას, ოქტომბერში კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მისი შედეგების მიხედვით გადაწყდება ვინ დააკომპლექტებს მთავრობას. ტოპოლანეკი ამბობს რომ უკან დახევას არ აპირებს.

რამდენიმე საინტერესო სტატია ჩეხეთის პოლიტიკური ამბების შესახებ:

http://www.tavisupleba.org/special/politics/2009/03/20090326175829.asp

http://www.tavisupleba.org/programs/neweurope/2009/02/20090203223551.asp

http://www.tavisupleba.org/programs/neweurope/2009/02/20090224191323.asp

http://www.tavisupleba.org/special/politics/2009/03/20090325160359.asp

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (2)

გაზპრომი სერიოზულად შედის უკვე ჩეხეთში… მერე ნახეთ თქვენ ჩეხეთის დრეიფი რუსეთისკენ.

ჩეხეთი ნაკლებად მაღელვებს, აი აზერბაიჯანში შევიდა უკვე. ჩვენ რამდეხანს გავუძლებთ საკითხავი აი ეგ არის, ან გავუძლებთ კი? თიტქოს ყველამ თავი დახარა და შეგუა იმას რომ რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენებით თუ სუნიანი ჰაერის გაშვებით თავისი ინტერესების გატარების უფლება აქვს. ამ ჭიდილში ტოპოლანეკი, ნაბუკო და საქართველო სემიჩკებივით გამოიყურებიან :(

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word